ფოტორეპორტაჟი: იდუმალი ხანძრების ალში გახვეული რუსეთის ქალაქები

მძლავრი ხანძრის ალი ბელგოროდის ნავთობსაცავის თავზე, საზღვრიდან 30 კილომეტრში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ თქვა, რომ ცეცხლი უკრაინული ვერტმფრენების თავდასხმის შედეგად გაჩნდა. ხანძრის გაჩენის შემდეგ გადაღებულ ვიდეოზე მართლაც ჩანს ორი სამხედრო ვერტმფრენი რუსული ქალაქის თავზე. 1 აპრილი

რუსეთში ბოლო დროს გახშირებულ ხანძრებთან დაკავშირებით გამოითქვა ვარაუდი, რომ ეს შესაძლოა უკრაინაში ომს უკავშირდებოდეს. 24 თებერვლის შემდეგ გაჩენილი ხანძრების შედეგად, რომელთა ამსახველი ფოტოები აქ შევაგროვეთ, დაზიანდა როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

ეს 22 მარტის ფოტოა. კსტოვოში, ნიჟნი ნოვგოროდში ნავთობსაცავი ცეცხლშია გახვეული. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლის ალმა დიზელის შვიდი ავზი შთანთქა.

ამ ფოტოზე კი, რომელიც 1 აპრილს არის გადაღებული, ისტორიული შენობა იწვის ქალაქ რიაზანში, მოსკოვიდან სამხრეთ-დასავლეთით, 180 კილომეტრში.

ბირობიჟანში ხის ნაგებობას უკიდია ცეცხლი. ქალაქი აღმოსავლეთ ციმბირის ებრაული ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია. ფოტო 4 აპრილს არის გადაღებული.

21 აპრილის ფოტოზე ცეცხლის ალშია გახვეული დმიტრიევსკის ქიმიური საწარმო, ქალაქ ივანოვოს მახლობლად. ეს ადგილი მოსკოვიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 240 კილომეტრის დაშორებითაა.

ესეც 21 აპრილია - ტვერში რუსეთის საავიაციო თავდაცვის ძალების ცენტრალური კვლევითი ინსტიტუტის ხანძარს, TASS-ის ცნობით, სულ მცირე 22 ადამიანი ემსხვერპლა.

ბრიანსკში ნავთობსაცავები იწვის. ქალაქი უკრაინის საზღვრიდან 120 კილომეტრითაა დაშორებული. ფოტო 25 აპრილს არის გადაღებული.

მეხანძრეები ქიმიური ნივთიერებების საწყობში გაჩენილ ცეცხლს აქრობენ. ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონი, 4 მაისი.

28 აპრილს სავაჭრო ცენტრი იწვის იშიმში, სამხრეთ ტიუმენის რეგიონში.

ადგილობრივები ცეცხლში გახვეულ ბაზარს აკვირდებიან ვლადიკავკაზში, საქართველოს საზღვართან ახლოს. 6 მაისი.

მეხანძრეთა ბრიგადები ციმბირის ქალაქ ირკუტსკში ალმოდებული ისტორიული შენობის გადასარჩენად მუშაობენ. ფოტო 13 მაისს არის გადაღებული.

მოსკოვიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 550 კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქ პენზის მახლობლად, მზესუმზირას საწყობს უკიდია ცეცხლი. 21 მაისის ფოტო.

28 მაისის ფოტოზე ყაზანში, ნეფისის კოსმეტიკის საწარმოდან ამოდის ცეცხლის ალი.

ცეცხლმოდებული Grand Setun Plaza-ს შენობა მოსკოვში 3 ივნისს. ორი ადამიანი დაშავდა ხანძარში, რომელმაც სავაჭრო ცენტრის უმეტესი ნაწილი გაანადგურა.

ეს ფოტოც 3 ივნისს არის გადაღებული. მეხანძრეები ცეცხლსა და კვამლში გახვეულ Altyn Polimer-ის საწარმოსთან დგანან, სადაც, სავარაუდოდ, რეზინი და პლასტმასა ინახებოდა.

ხანძარი ტიუმენის ავტომომსახურების ცენტრში, 4 ივნისი.

გარდა აქ ასახული ხანძრებისა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 24 თებერვლიდან, მედია რამდენჯერმე იუწყებოდა რუსეთის სამხედრო კომისარიატებში ცეცხლის განზრახ გაჩენის შემთხვევებზე.