რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა დროებით შეჩერებულია

რიკოთის უღელტეხილი

რიკოთის უღელტეხილზე გაწმენდითი სამუშაოების გამო მოძრაობა შეჩერებულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

"დღეს, 07:00 საათზე, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის არსებული საავტომობილო გზის 149 კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილი) ფერდის დამუშავებისას, ქვათაცვენის საშიშროებიდან გამომდინარე, მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საავტომობილო გზა დროებით ჩაიკეტა

ამ ეტაპზე, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და პარალელურად ეწყობა მოძრაობის უსაფრთხოებისთვის საჭირო დამცავი ბარიერები. საავტომობილო მოძრაობა საორიენტაციოდ რამდენიმე საათში აღდგება", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.