რუსეთში მოქმედი წამების მოწინააღმდეგე წამყვანი ორგანიზაცია დაიხურა "უცხოეთის აგენტის" სტატუსის გამო

ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი

რუსეთის ცნობილი უფლებადამცველი ორგანიზაცია, წამების საწინააღმდეგო კომიტეტი (KPP) აცხადებს, რომ მუშაობა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც "უცხოეთის აგენტის" სტატუსი მიანიჭეს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ბაბინეცმა 12 ივნისს ტელეგრამით დაწერა, რომ ჯგუფის დაშლის გადაწყვეტილება ორი დღით ადრე იქნა მიღებული, დაუყოვნებლივ მას მერე, რაც ხელისუფლებამ ორგანიზაციას მიანიჭა "უცხოეთის აგენტის" სტატუსი. ეს სტატუსი, რომელიც საბჭოთა პერიოდის აგენტებთან აღძრავს ასოციაციას, შეეფარდება ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ და პოლიტიკურ ცხოვრებაში არიან ჩართულნი.

"ჩვენ არ გვსურს მუშაობის გაგრძელება მაშინ, როცა 'უცხოეთის აგენტებს' გვიწოდებენ. ამ ტერმინს შეურაცხყოფად და ცილისწამებად მივიჩნევთ", - წერს ბაბინეცი და განაგრძობს: "ჩვენ გვსურს ვცხოვრობდეთ რუსეთში, სადაც არ იქნება წამება, და ჩვენ აუცილებლად გავხდით ჩვენს ქვეყანას უკეთესს. ეს ჩვენი მოვალეობაა". ბაბინეცი დასძენს, რომ ჯგუფი მოგვიანებით ისაუბრებს თავის სამომავლო გეგმებზე - იმაზე, თუ რა ფორმით აპირებს მუშაობის გაგრძელებას.

აქტივისტთა თქმით, "უცხოეთის აგენტის" კანონი არის ნაწილი ხანგრძლივი და მზარდი ზეწოლისა სამოქალაქო საზოგადოებაზე, რომელიც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაიწყო პრეზიდენტის პოსტზე პრემიერ-მინისტრობიდან დაბრუნების შემდეგ, 2012 წლის მაისში.