უკრაინამ არ მიიღო რუსეთის ულტიმატუმი სევეროდონეცკის ჩაბარებაზე

სევეროდონეცკი

უკრაინა წინ აღუდგა მოსკოვის ულტიმატუმს სევეროდონეცკის ჩაბარების თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ჯარები აღმოსავლეთ უკრაინის საკვანძო მნიშვნელობის ქალაქის უდიდეს ნაწილს აკონტროლებენ. ამასობაში დასავლეთის ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში შეიკრიბნენ უკრაინისთვის უფრო ეფექტიანი მძიმე შეიარაღების გაგზავნაზე შესათანხმებლად.

რუსეთმა უკრაინის მეომრებს, რომლებიც სევეროდონეცკში ქიმიურ ქარხანააზოტსაფარებენ თავს, მოუწოდა, უარი თქვანუაზრო წინააღმდეგობაზე და იარაღი დაყარონ“. სანაცვლოდ მათ დაჰპირდნენჰუმანიტარულ დერეფანსსამოქალაქო პირებისთვის, რომლებიც მეომრებთან ერთად აფარებენ თავს ქიმიურ ქარხანას.

რუსეთის ჯარები სამოქალაქო პირების გაგზავნას აპირებდნენ ტერიტორიებზე, რომლებსაც მოსკოვის მხარდაჭერით მოქმედი დონბასელი სეპარატისტები აკონტროლებენ.

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვამ 15 ივნისს თავის ყოველდღიურ ბიულეტენში განაცხადა, რომ ამჟამად ქარხნის მიწისქვეშა ბუნკერებში რამდენიმე ასეული მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება.

სევეროდონეცკის მერმა ოლექსანდრ სტრიუკმა 15 ივნისს დილით ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთის ჯარები რამდენიმე მიმართულებით შეეცადნენ ქალაქზე შტურმის განხორციელებას, მაგრამ უკრაინის ჯარებმა ისინი შეაჩერეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის კავშირს მეტი მძიმე შეიარაღებით დახმარებისკენ მოუწოდა. 15 ივნისს ჩეხეთის პარლამენტის ორივე პალატისადმი ვიდეომიმართვაში მან ევროკავშირს მოუწოდა, ახალი სანქციები დაუწესოს რუსეთს და შეაჩეროს რუსული ნავთობის იმპორტის უდიდესი ნაწილი.