საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ არ მივა "სირცხვილიას" მიერ ორგანიზებულ აქციაზე, რომელიც 20 ივნისს გაიმართება პარლამენტის შენობის წინ. თუმცა პრეზიდენტმა აქვე აღნიშნა, რომ მიესალმება ევროინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებულ ყველა შეკრებას.
პრეზიდენტმა მედიასთან კომენტარი გააკეთა მის მიერ ორგანიზებულ აქციაზე, რომელიც დღეს, 16 ივნისს, 19:00 საათზე დაიწყო.
"მე არ დავდივარ პოლიტიკურ შეხვედრებზე... სადაც არის პოლიტიკური მოწოდებები და ორგანიზაციები, პრეზიდენტი ვერ წავა..." - თქვა ზურაბიშვილმა, რომელმაც ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, რას ნიშნავს მისთვის, როცა პრეზიდენტის მოწოდებით გამართულ აქციაზე მმართველი პარტიის წარმომადგენლები არ მივიდნენ, ასე უპასუხა:
ირაკლი კობახიძის კომენტარი სალომე ზურაბიშვილის ორგანიზებულ აქციაზე კობახიძე: მოსახლეობის მხარდაჭერას ხვალინდელი მოუმზადებელი აქცია მხოლოდ დააკნინებს"ჩემთვის აქციის ორგანიზება არ ნიშნავს მიკროავტობუსებით ხალხის ჩამოყვანას და აქტივისტების თავმოყრას. ეს არის თავისუფალი ერის თავისუფალი გამოხატვა. ნელ-ნელა ვისწავლით ამას, დარწმუნებული ვარ..." - განაცხადა პრეზიდენტმა.
სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილია" 20 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამიდან სამი წლის თავზე, ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად აქციას მართავს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ. საქართველოს პრეზიდენტმა კი საზოგადოებას 16 ივნისს თბილისში, ევროპის მოედანზე შეკრება, 14 ივნისს ორბელიანის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე შესთავაზა.
"დავინახოთ ერთმანეთი და დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი - ჩვენი ერთობა, ჩვენი ნება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და 20 ივნისის აქციის ორგანიზატორებს შეკრების გადადებისკენ მოუწოდა.
ასევე ნახეთ პრეზიდენტი 20 ივნისის აქციის ორგანიზატორებს შეკრების გადადებისკენ მოუწოდებს