ოკუპირებულ ხერსონში რუსეთის არმიის მიერ დანიშნული მოხელე დაიღუპა ავტომანქანის აფეთქების შედეგად

ქალაქ ხერსონის ხედი. 20 მაისი, 2022 წელი

უკრაინის ქალაქ ხერსონში, რომელიც რუსეთის არმიის მიერ არის ოკუპირებული, 24 ივნისის დილას აფეთქდა ავტომობილი. როგორც რუსეთის სააგენტო "ტასი" იტყობინება, რუსეთის მიერ დანიშნული ე.წ. სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ერთ-ერთი მოხელე დაიღუპა.

წინასწარი მონაცემებით, დაღუპული ოჯახის, ახალგაზრდობის და სპორტის სამმართველოს ხელმძღვანელი დმიტრი სავლუჩენკოა. ამავე ცნობით, დაზიანდა ორი ავტომობილი, მიმდებარე სახლებში ჩაიმსხვრა ფანჯრების მინები.