თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მოძრაობა შეფერხებულია. ცენტრალურ ქუჩაზე ჰომოფობიური განწყობის ადამიანები ტელეკომპანია "ალტ-ინფოსა" და ამავე განწყობების მატარებელი პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" მოწოდებით შეიკრიბნენ. ისინი აპროტესტებენ ლგბტ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია "თბილისი პრაიდის" ორგანიზებულ დახურული ფესტივალის მოწყობას.
რუსთაველის გამზირი - ადგილი, სადაც ჰომოფობიური ჯგუფები არიან შეკრებილი.
რუსთაველის გამზირზე ათეულობით პოლიციელი დგას. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყება დაიცავს ყველა ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა ატარებენ პრევენციულ ღონისძიებებს "თბილისის პრაიდის" ორგანიზებულ დახურულ ღონისძიებასთან დაკავშირებით.
ასევე ნახეთ შსს: პრაიდის ღონისძიებასთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებები ტარდებამათ პარლამენტის შენობის წინ ლგბტ დროშა დახიეს და მოქალაქეთა ნაწილი კი, რომელიც აქციაზე იყო, "ქართული ოცნების" ოფისისკენ წავიდა.
ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ლგბტ დროშა დახიეს
პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის პარალელურად საგანგებო მაუწყებლობა აქვს "ალტ-ინფოს", რომლის ეთერში გარდა ჰომოფობიური განწყობების გაღვივებისა, შეურაცხყოფენ აშშ-ის ელჩს კელი დეგნანსა და ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს. ამავდროულად, ისმის ანტიდასავლური მოსაზრებები.
რუსთაველის გამზირი - ადგილი, სადაც ჰომოფობიური ჯგუფები არიან შეკრებილი.
სიძულვილის ჯგუფები, რომლებიც "თბილისი პრაიდის" ორგანიზებულ დახურულ ღონისძიების ჩატარებას აპროტესტებენ, 5 ივლისის გამარჯვების სიმბოლოს უწოდებენ ჯვარს, რომელიც გასულ წელს ათეულობით ჟურნალისტზე ძალადობის დღეს აღმართეს.
2 ივლისს თბილისში დაგეგმილია „პრაიდ კვირეულის” ბოლო ღონისძიება, ქვიარ მუსიკალური ფესტივალი.
გასულ წელს, 5 ივლისს, მაშინ, როცა თბილისში "ღირსების მარში" უნდა გამართულიყო მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსა და "ალტ-ინფოს" მოწოდებით პარლამენტის წინ სიძულვილის ჯგუფები შეიკრიბნენ. მათ 50-ზე მეტ ჟურნალისტზე იძალადეს. მოძალადეებს შორის მხოლოდ 30-ზე მეტი კაცი დააკავეს. მათ შორის არცერთი არ არის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული.
ასევე ნახეთ კობახიძის თქმით, თუ დასასჯელია მორგოშია და მახარაძე, მაშინ ოპოზიციის ნახევარიც დასაჭერიაგასული წლის მოვლენების გათვალისწინებით, წელს „თბილისი პრაიდმა“ უარი თქვა საჯარო მანიფესტაციაზე. ამის მიუხედავად, „კვირეულის“ დაანონსებისთანავე ულტრაკონსერვატორები მის ჩაშლაზე საუბარი დაიწყეს საკუთარი ტელევიზიის, „ალტ-ინფოს“ ეთერში თუ სხვა პლატფორმებზე.
ასევე ნახეთ პრაიდი: კინოპრემიერა, კონფერენცია, ფესტივალი - ზეწოლა, მუქარა, ძალადობა