18-მდე გაიზარდა დონეცკის ოლქში სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

ჩასივი იარის 5-სართულიანი სახლის ნანგრევები. 2022 წლის 10 ივლისი

უკრაინელმა მაშველებმა კიდევ 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს დონეცკის ოლქის დასახლებული პუნქტის, ჩასივ იარის საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში. დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, 5-სართულიან საცხოვრებელ სახლს რუსული რაკეტა 9 ივლისს მოხვდა. ნანგრევებიდან ამოყვანილია 6 ადამიანი, კიდევ 2 მაშველებთან კონტაქტზეა და მათი გადარჩენის ოპერაცია გრძელდება.