შვილი: მარიამ ნინაშვილი

Your browser doesn’t support HTML5

მარიამ ნინაშვილი 24 წლის თიანეთელი მხატვარია. სწავლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე და თავადაც ასწავლის საშუალო სკოლაში.

მარიამი ამბობს, რომ უყვარს მარტოობა და ბუნებასთან კონტაქტი. თუმცა ცხოვრებამ მყუდროება მაინც დაურღვია - გაზაფხულზე „შვილის“ ახალი გმირი იმ სტუდენტებს შეუერთდა, რომლებმაც უნივერსიტეტის რექტორის გადაწყვეტილება - სააუდიტორიო სწავლაზე სრული გადასვლა - გააპროტესტეს.

ბინის ქირის მკვეთრი გაძვირების გამო რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს თბილისში სწავლის გაგრძელების საშუალება არ ჰქონდათ. სასოწარკვეთილმა სტუდენტებმა რექტორის კაბინეტი დაიკავეს.