ჩეხმა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ (მწვანეების ჯგუფი/European Free Alliance) ბრიუსელში, საგარეო კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების განხილვაზე საქართველოს მთავრობას მიმართა.
„უპირველესად, საჭიროა დასრულდეს ქვეყნის საარჩევნო რეფორმა და არსებული საარჩევნო კამპანიის პრობლემების მოგვარება. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ეუთო/ODIHR-ის რეკომენდაციების შესაბამისად. საჭიროა განხორციელდეს რეალური და საგულდაგულო მართლმსაჯულების რეფორმა და სავალდებულოდ უნდა მოგვარდეს მოსამართლეების ნომინაციისა და დანიშვნის ვენეციის კომისიის მიერ გამოვლენილი ხარვეზები. აგრეთვე - დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურების შექმნა შემთხვევების ეფექტიანად გამოსაძიებლად; საჯარო სამსახურებში წესიერებასა და ინტერესთა კონფლიქტზე საკანონმდებლო ნორმებისა და პრინციპების განხორციელება არის კორუფციასთან, დეოლიგარქიზაციასა და სახელმწიფოს მიტაცებასთან ბრძოლის არსებითი შემადგენელი ნაწილი.
მთლიანობაში, წლებია აღვნიშნავთ, რომ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მდგომარეობა საქართველოში უკან მიდის. ამავდროულად, საქართველოს მოქალაქეები გამოხატავენ თავიანთი ევროპული მისწრაფების სურვილს. ეს გულისხმობს დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტების დაცვას, კანონის უზენაესობას, სასამართლოს დამოუკიდებლობას და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა და დაამატა, - ამიტომაც, ჩემი გამოსვლის ბოლო ნაწილს გამოვიყენებ საქართველოს მთავრობის ან ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის მისამართავად, რომლებიც ალბათ გვისმენენ: გთხოვთ, მიუდექით ამ დავალებას სერიოზულად და განახორციელეთ კომისიის თვალსაზრისში დასახელებული რეფორმები! იმუშავეთ ყველასთან პარლამენტში, ოპოზიციის ჩათვლით. საქმე არ ეხება პარტიებსა და ინდივიდებს. ეს არის ნამდვილად ისტორიული მომენტი თქვენი ქვეყნისთვის. მოცემულ მომენტში თქვენს გარდა არავინ გიშლით ხელს მიიღოთ კანდიდატის სტატუსი!“
ევროპარლამენტარის განცხადებით, პროდემოკრატიული რეფორმები არ იქნება სასარგებლო მხოლოდ ამ სწრაფვისთვის, არამედ ევროპარლამენტმა მხარი უნდა დაუჭიროს დემოკრატიას, როგორც მედეგობის ფაქტორს იმ გეოპოლიტიკური გამოწვევების გათვალისწინებთ, რომელთა წინაშეც ეს ქვეყანა დგას.
ასევე ნახეთ
ლექსმანის თქმით, საქართველოში პოლიტიკურ ლანდშაფტზე ერთ ოლიგარქს კვლავ მზარდი ზეგავლენა აქვსევროპული პერსპექტივა და 12 პირობა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ, საქართველომ მიიღო 23 ივნისს.
ევროკომისიის პირობებს შორის იყო სასამართლო რეფორმა, დეოლიგარქიზაცია და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა. იქამდე 1 კვირით ადრე გამოქვეყნებულ შეფასების დოკუმენტში ეწერა, რომ საქართველოს პროგრესი 2022 წლის ბოლოს შეფასდება.
ასევე ნახეთ
ევროკომისიის 12 მოთხოვნა მოკლედ - რა უნდა გააკეთოს საქართველომ, EU-ს კანდიდატის სტატუსის მისაღებადსაქართველოსგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ. თუმცა ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, ევროკომისიის რეკომენდაციები მათაც უნდა შეასრულონ.