უმცროსი პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა

კონსტანტინე პეტრიაშვილი

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ყველაზე ტიტულოვანი წევრის - გენო პეტრიაშვილის უმცროსმა ძმამ, 14 წლის კონსტანტინე პეტრიაშვილმა საერთაშორისო არენაზე პირველი დიდი გამარჯვება მოიპოვა - ევროპის ჩემპიონი გახდა 15-წლამდელთა შორის.

კონსტანტინე პეტრიაშვილი

ზაგრებში გამართული ევროპის ჩემპიონატზე უმცროსმა პეტრიაშვილმა ხუთი შეხვედრა ჩაატარა და საერთო ჯამში 46 ქულა დააგროვა. ფინალში მან ანგარიშით 10:0 უნგრელი მარკ მატიას ლაპოსა დაამარცხა.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 15-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სულ ორ-ორი ოქროსა და ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა 25 ქვეყნის ნაკრებს შორის. კონსტანტინე პეტრიაშვილის მსგავსად, ევროპის ჩემპიონი გახდა ლუკა კვატაშიძე.