მსხვერპლი მოჰყვა ხარკოვზე სარაკეტო დარტყმას

ხარკოვი უკრაინის იმ ქალაქებს შორისაა, რომელსაც რუსეთის არმია ყველაზე ხშირად უტევს. სარაკეტო დარტყმის შედეგად 11 ივლისს ჩამონგრეული საცხოვრებელი სახლი

სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 19 დაიჭრა უკრაინის ქალაქ ხარკოვის ერთ-ერთ საცხოვრებელ უბანზე სარაკეტო დარტყმის შედეგად. ამის შესახებ ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი იუწყება. მისი ინფორმაციით, დაჭრლებიდან 4-ის მდგომარეობა მძიმეა.

სინეგუბოვის თანახმად, რუსეთის სამხედრო ძალებმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის, „ურაგან“-ის გამოყენებით იერიში მიიტანეს სავაჭრო ობიექტებსა და საცხოვრებელ სახლზე, სადაც სტომატოლოგიური კაბინეტიც მდებარეობს. ხარკოვი უკრაინის იმ ქალაქებს შორისაა, რომელსაც რუსეთის არმია ყველაზე ხშირად უტევს.