საქართველოში გერმანიის ელჩის პოსტზე ჰუბერტ კნირშს პეტერ ფიშერი შეცვლის

საქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობაზე ჰუბერტ კნირშს პეტერ ფიშერი შეცვლის. ის 2018 წლიდან არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში იყო გერმანიის ელჩი. ინფორმაციას საქართველოში ელჩად დანიშვნის შესახებ თავად დიპლომატი ავრცელებს ტვიტერის საშუალებით:

„რამდენიმე პირადი სიახლე: აგვისტოს ბოლოს მე და მარია გავემგზავრებით თბილისში, სადაც პატივი მექნება, ვიმსახურო საქართველოში გერმანიის ელჩად. თვალი მიადევნეთ ამ სივრცეს“, – წერს პეტერ ფიშერი.

პეტერ ფიშერი კარიერული დიპლომატია და გერმანიის საგარეო უწყებაში მუშაობს 1986 წლიდან. სხვადასხვა დროს მსახურობდა გერმანიის დიპლომატიურ მისიებში ვაშინგტონში, ლონდონში, თელ-ავივში, შანხაისა და სინგაპურში.

არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ელჩად დანიშვნამდე იყო ენერგეტიკისა და კლიმატის პოლიტიკის & ექსპორტის კონტროლის ფედერალური ოფისის ხელმძღვანელი ბერლინში. ეს სამსახური მუშაობს გლობალური ენერგეტიკული და კლიმატის შემუშავებაზე, ასევე ექსპორტის კონტროლსა და საერთაშორისო სანქციებზე.