15 ივლისის შემდეგ შემოსული უკრაინელი ლტოლვილები 10 დღე სასტუმროში გაჩერდებიან

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში 15 ივლისის შემდეგ შემოსულ უკრაინელ ლტოლვილებს სახელმწიფო 10 დღის განმავლობაში სასტუმროთი უზრუნველყოფს.

ამ პერიოდის განმავლობაში ლტოლვილმა უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომელიც განაცხადის განხილვის შემდეგ, თუ განმცხადებელი აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, უზრუნველყოფს ოჯახზე 300-ლარიანი და სულზე 45-ლარიანი დახმარების პაკეტის გაცემას.

ასევე ნახეთ UNHCR საქართველოში უკრაინელ ლტოლვილებს 235 ლარით, 2 თვე დაეხმარება


ეს გადაწყვეტილება არ ვრცელდება უკრაინის იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ქვეყანაში 15 ივლისამდე შემოვიდნენ. მათ, ისევე როგორც 15 ივლისის შემდეგ შემოსულებს, სახელმწიფო სამი თვის განმავლობაში ფულად დახმარებას გაუწევს - 300 ლარს ოჯახზე და 45 ლარს თითო სულზე. 31 ივლისს მთავრდება თბილისის მერიის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც უკრაინის მოქალაქეები დედაქალაქის სასტუმროებში რჩებიან. ეს პროგრამა საქართველოში მარტიდან მოქმედებდა.

ასევე ნახეთ ახლა რა ვქნათ? - უკრაინელი ლტოლვილები სასტუმროებს ტოვებენ