ირანმა რუსეთს შეიძლება მიაწოდოს თვითმფრინავების ნაწილები და აღჭურვილობა

ირანმა თავის ტერიტორიაზე წარმოებული თვითმფრინავებისა და აღჭურვილობის სათადარიგო ნაწილები შეიძლება რუსეთში გაიტანოს. ორი ქვეყნის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, ხელი მოაწერონ თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელიც ირანის საშუალებას მისცემს რუსეთს სარემონტო და ტექნიკური მომსახურება გაუწიოს.

ამის შესახებ ირანული სახელმწიფო მედია, სააგენტოები IRNA და MEHR-ი, ირანის სამოქალაქო ავიაციის უწყების ხელმძღვანელისა და რუსეთის ტრანსპორტის მინისტრის ერთ-ერთ მოადგილესთან გამართული შეხვედრის შედეგებზე დაყრდნობით იტყობინება.

როგორც ცნობებშია აღნიშნული, 26 ივლისს თეირანში გამართულ მოლაპარაკებებზე მოჰამად მოჰამადი-ბახშმა და რუსეთის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვეს საჰაერო გადაზიდვების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების აუცილებლობას, ასევე შეთანხმდნენ ორ სახელმწიფოს შორის სამგზავრო ფრენების რაოდენობის კვირაში 35-მდე გაზარდონ.

19 ივლისს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ირანში ჩავიდა საზღვარგარეთ (ყოფილი სსრკ ქვეყნების გარეთ) პირველი ვიზიტით მას შემდეგ, რაც მის ბრძანებით რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ამ თვის დასაწყისში განაცხადა, რომ ირანი ემზადება რუსეთისთვის "დაჩქარებულ ვადებში" ასობით საბრძოლო დრონის მიყიდვისთვის, რისთვისაც რუსეთის ოფიციალური პირები ბოლო ერთი თვის განმავლობაში არაერთხელ იმყოფებოდნენ რესპუბლიკის ცენტრალურ ნაწილში მდებარე აეროდრომზე. თეირანმა უარყო აშშ-ის მიერ გავრცელებული ცნობები.