„კრემლში მხარს უჭერენ განწყობას, რომ საჭიროა უკრაინის მთლიანად გათავისუფლება ნეონაცისტური განწყობების ყველანაირი გამოვლინებისგან“, - ამის შესახებ დღეს, მოსკოვში, ჟურნალისტებს უთხრა პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა. მისივე თქმით, საჭროა ზომების მიღება, რასაც მიმართავენ კიდეც „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ფარგლებში, რათა „დაიცვან ადამიანები დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში“.
პესკოვის განცხადება იყო პასუხი ჟურნალისტების შეკითხვაზე, იზიარებს თუ არა კრემლი „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურის“ დენის პუშილინის პოზიციას, რომ „დროა გათავისუფლდნენ რუსების მიერ დაარსებული რუსული ქალაქები: კიევი, ჩერნიგოვი, პოლტავა, ოდესა, დნეპროპეტროვსკი, ხარკოვი, ზაპოროჟიე, ლუცკი“
ასევე ნახეთ
ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, ხერსონზე უკრაინის არმიის კონტრშეტევა ძალას იკრებსრუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
2022 წლის მარტიდან რუსეთს ოკუპირებული აქვს უკრაინის ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებიც, სადაც კრემლის მიერ დანიშნული ე.წ. ადმინისტრაციები ამზადებენ "რეფერენდუმებს" ამ რეგიონების რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესასვლელად.