5 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა უკრაინის ქალაქ კროპივნიცკიზე სარაკეტო იერიშის შედეგად

რუსული რაკეტები ანგარს დაეცა. გრძელდება იერიშის შედეგების ლიკვიდაცია

უკრაინის ცენტრალურ ქალაქ კრაპოვნიცკიზე რუსეთის ჯარების სარაკეტო დარტყმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და კიდევ 25 დაშავდა, - აცხადებს ტელეგრამის არხით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში კიროვოგრადის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი რაიკოვიჩმა.

ადგილობრივი მაღალჩინოსნის თქმით, რუსული რაკეტები ანგარებს მოხვდა.

"რაკეტების ტიპი დგინდება. რაკეტის ნამსხვრევები ჯერ არ არის ნაპოვნი. ექსპერტები მუშაობენ. პარალელურად მიმდინარეობს სარაკეტო დარტყმის შედეგების ლიკვიდაცია. ანგარებზე ორი დარტყმა განხორციელდა. არიან დაღუპულები და დაჭრილები. ამჟამად, 25 დაჭრილი უკვე გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებებში. ხუთი ადამიანი დაიღუპა. არის მატერიალური ზარალი", - განაცხადა ანდრეი რაიკოვიჩმა ბრიფინგზე.

გასულ კვირას, ქალაქი კრაპოვნიცკი ერთხელ უკვე დაიბომბა, მაშინ მინიმუმ სამი ადამიანი დაიღუპა, 16 დაიჭრა.

28 ივლისის დილით ასევე ცნობილი გახდა კიევის, ჩერნიგოვის რეგიონების, ნიკოლაევისა და ხარკოვის დაბომბვის შესახებ.