რუსეთის კომის რეგიონში ავიაკატასტროფას სამი ადამიანი ემსხვერპლა

ტყის ხანძარი რუსეთში, საილუსტრაციო ფოტო არქივიდან, არ ასახავს მომხდარ ავიაკატასტროფას

რუსეთის კომის რეგიონში ავიაკატასტროფა განიცადა Cessna-ს მარკის კერძო თვითმფრინავმა, რომელიც ტყის ხანძრის მონიტორინგს ახორციელებდა. ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანახმად, თვითმფრინავმა დასაფრენ ბილიკამდე ვერ მიაღწია და ბილიკამდე 400 მეტრის რადიუსში ტყეში ჩავარდა, დაიღუპა ბორტზე მყოფი სამი ადამიანი, ინფორმაციას სააგენტო "ინტერფაქსი" ავრცელებს.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ეს წელს თვითმფრინავის ავარიული ვარდნის პირველი შემთხვევა არაა რუსეთში. ივნისში რიაზანის ოლქში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის, „ილ-76“-ის კატასტროფის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.