თეთნულდზე ტურისტების დასახმარებლად მაშველები ფეხით მიემართებიან, მობილიზებულია ვერტმფრენი

მწვერვალი თეთნულდი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სვანეთში, მწვერვალ თეთნულდზე, უცხოელ ტურისტთა ჯგუფის დასახმარებლად მაშველთა ჯგუფი ფეხით მიემართება.

უწყების ცნობით, ტურისტების ადგილმდებარეობა უკვე დაადგინეს და რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო მობილიზებულია ასევე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელიც ქუთაისის აეროდრომიდან სამაშველო ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.

ასევე ნახეთ პრეზიდენტმა გუდაურში დაღუპულები სამოქალაქო თავდადებისთვის დააჯილდოვა