ევროკავშირი: ომბუდსმენი განიცდიდა ზეწოლას სენსიტიურ საკითხებზე გამოხმაურებების გამო 

ნინო ლომჯარია, საქართველოს სახალხო დამცველი

ევროკავშირი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების შეფასებებში წერს, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატზე ზეწოლა იყო, რადგან უწყება არ ერიდებოდა სენსიტიურ საკითხებზე ხმამაღალ საუბარს. ომბუდსმენის საქმიანობა ამ ანგარიშში დადებითად არის შეფასებული.

ასევე ნახეთ კობახიძე ლომჯარიაზე: ეს ადამიანი არის არა ომბუდსმენი, არამედ ანტიომბუდსმენი

"სახალხო დამცველი და მისი აპარატი აქტიურად აგრძელებდა თავისი სამეთვალყურეო როლის შესრულებას. მისი მანდატის შესაბამისად გაცემული რეკომენდაციები საქართველოს ხელისუფლებამ მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა. ოფისმა განიცადა ზეწოლა იმის გამო, რომ ხმამაღლა ეხმაურებოდა გარკვეულ პოლიტიკურად სენსიტიურ საკითხებს, მათ შორის „თბილისი პრაიდს“ და ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის პატიმრობის პირობებს; განხორციელდა სახალხო დამცველის აპარატის დამოუკიდებლობის შერყევისა და მისი თანამშრომლების კეთილსინდისიერების ეჭვქვეშ დაყენების მცდელობები", - წერია ანგარიშში, რომელიც 12 აგვისტოს გამოქვეყნდა.

ასევე ნახეთ ევროკავშირის ანგარიში ასოცირების შეთანხმებაზე: საქართველოში 2021 წელს კანონის უზენაესობის უკუსვლა იყო

მმართველი პარტიის წარმომადგენლები საქართველოს სახალხო დამცველს კრიტიკული შეფასებების გამო ოპოზიციურ პარტიის - "ნაციონალური მოძრაობის" თანამოაზრედ აცხადებენ. ბოლოს მმართველი პარტიის ლიდერებმა ის ქსენოფობიაშიც კი დაადანაშაულეს.

ასევე ნახეთ ბუნებრივია, რომ საქართველოში სიყვარული არ გამოხატონ მათ მიმართ, ვინც იბრძოლეს და იბრძოლებენ ჩვენ წინააღმდეგ - ლომჯარია
ასევე ნახეთ მამუკა მდინარაძე ნინო ლომჯარიას ქსენოფობიურ კამპანიაში ჩართვაზე საუბრობს