რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ჩრდილოეთით, სოფელ მაისკოეში, აფეთქება მოხდა და ხანძარი გაჩნდა. ტელეგრამის არხებზე და რეგიონის მცხოვრებლების სოციალური ქსელების გვერდებზე ფოტოები და ვიდეოები ვრცელდება.
РИА Новости -ს წყაროს ცნობით, აფეთქების შემდეგ ჯანკოის რაიონში სატრანსფორმატორო ქვესადგურს ცეცხლი გაუჩნდა. Kryminform-ი და TASS-ი იუწყებიან, რომ აფეთქება მოხდა საბრძოლო მასალის საცავში. აფეთქების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს ადგილობრივი ადმინისტრაცია. უწყების ცნობით, სოფელ მაისკოეს მცხოვრებთა ევაკუაცია მიმდინარეობს. ადგილზე გაემგზავრა ანექსირებული ნახევარკუნძულის სეპარატისტული ხელისუფლების ერთ-ერთი მეთაური სერგეი აქსიონოვი.
რუსების მიერ კონტროლირებულ საკის აეროდრომზე 9 აგვისტოს მომხდარ აფეთქებების სერიას, რუსეთის ხელისუფლების ცნობით, ერთი ადამიანი ემსხვერპლა და 14 დაშავდა. დაზიანდა ათობით სახლი.
ასევე ნახეთ ყირიმში რუსეთის სამხედრო-საავიაციო ბაზაზე მასობრივი განადგურება ჩანს თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებზე