აგვისტოს მეორე კვირაში, 8 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 12 338 ადამიანს. ამავე პერიოდში ამ ვირუსით გარდაიცვალა 6 ადამიანი.
კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა, წინა კვირასთან შედარებით, შემცირებულია. პირველი აგვისტოდან 7 აგვისტოს ჩათვლით, 12 729 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო ერთ კვირაში ჩატარებულია 74 398 ტესტი.
დადებითობის მაჩვენებელი:
- ბოლო 7 დღის: 16,58%;
- ბოლო 14 დღის: 16,7%.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა, დღემდე ინფიცირების 1 723 087 შემთხვევაა აღრიცხული, გარდაიცვალა 16 883 ადამიანი.