აზერბაიჯანში დააკავეს და ბრალი წაუყენეს მთავარი მეხანძრის თანაშემწეს ოფისში სექსის ამსახველი ვიდეოს გაჟონვის გამო

კადრი გავრცელებული ვიდეოდან

აზერბაიჯანის სახელმწიფო სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელის თანაშემწე სამსახურიდან გაათავისუფლეს და დააპატიმრეს მას მერე, რაც გაჟონა, შემდეგ კი მედიასა და სოციალურ ქსელში გამოჩნდა სექსუალური ხასიათის ვიდეო. ამ ქვეყნის ხელისუფლების თანახმად, გაჟონილი ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვან ჩანაწერს შორის, რომლებიც საშინაო სამსახურის პოლკოვნიკმა ფარულად ჩაწერა თავის კაბინეტში, სამსახურის კომპიუტერზე.

აზერბაიჯანის პროკურატურა განმარტავს, რომ ბრალდებული „იღებდა ვიდეოსა და ფოტოებს სქესობრივი აქტის და ოფისში ინტიმური კავშირების სხვა ფორმების დროს“.

აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება საქმისა, რომელიც ეხება მედიასა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ეროტიკულ ვიდეოჩანაწერებს და საგანგებო ვითარებათა სამინისტროს ზოგიერთი თანამშრომლის ფოტოებს.

დაადგინეს, რომ საგანგებო ვითარებათა სამინისტროს სახელმწიფო სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელის თანაშემწემ, ზაურ მირზაევმა, რომელიც შინაგანი სამსახურის პოლკოვნიკის წოდებას ატარებს, სამსახურში თავის კომპიუტერზე დაამონტაჟა ფარული კამერა, საგანგებო პროგრამის საშუალებით ვიდეოსა და ფოტოს გადასაღებად. აზერბაიჯანელ მოხელეს ბრალად ედება, რომ მოქმედებდა „ბინძური პირადი განზრახვით, დაეკმაყოფილებინა თავისი სექსუალური ჟინი“ და სხვა „ვნებები“.

18 აგვისტოს გენერალური პროკურატურა იტყობინებოდა, რომ „დაიწყო ამ საქმის აქტიური გამოძიება მას მერე, რაც სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, როგორ კეტავს უნიფორმიანი კაცი ოთახის კარს საგანგებო ვითარებათა სამინისტროში და ჯერ კოცნის, ხოლო შემდეგ ეფერება მსგავს უნიფორმაში გამოწყობილ ქალს. ზოგიერთი ცნობით, მოქმედება საგარეო საქმეთა სამინისტროში ხდება.

პროკურატურის თანახმად, პოლკოვნიკ ზაურ მირზაევი დააკავეს და ბრალი წაუყენეს ოფისის ბოროტად გამოყენების, პორნოგრაფიული მასალის უკანონო გავრცელებისა და პირადი სფეროს ხელყოფის მუხლებით.

კომენტარისთვის ვერ მოხერხდა ვერც მირზაევის, ვერც მისი ადვოკატების, ვერც სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენლებთან დაკავშირება.

პროკურატურის თანახმად, ვიდეომასალა გადაღებულია 2013-დან 2019 წლამდე. მირზაევს ბრალდება, რომ მან „უკანონო პორნოგრაფიული მასალა 2022 წელს ინტერნეტით გაავრცელა“. გავრცელებული ვიდეომასალა ცხადყოფს, რომ ის 2014 წელს უნდა იყოს გადაღებული.

ამ დროისთვის არ არის ცხადი, ვიდეომასალამ გაჟონა თუ მირზაევმა თვითონ გამოაქვეყნა.გამოძიება თვლის, რომ ამ ქმედებამ ზიანი მიაყენა სამინისტროს რეპუტაციას.

პორნოგრაფიული ვიდეომასალის გაჟონვამ და გამოძიებამ შეიძლება სირთულეები შეუქმნას საგანგებო ვითარებათა მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკს, ქამალადინ ჰეიდაროვს, რომელიც პრეზიდენტ ილჰამ ალიევის გარემოცვაში ერთ-ერთი უმდიდრესი და გავლენიანი პირია.

არ არის დადგენილი ვინაობა ქალისა, რომელიც ვიდეოჩანაწერში ჩანს. Facebook-ის მომხმარებელთა ერთი ჯგუფის ვარაუდით, ის იმავე სამინისტროს ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი უნდა იყოს.