მაკარევიჩი, გორდეევა, გორდონი და სხვები - რუსეთი „უცხოური აგენტების“ სიას აფართოებს

რუსეთი, უშიშროების ფედერალური სამსახურის წინ მდგარ ჟურნალისტს უკავია პლაკატი წარწერით : "თავად ხართ "უცხოური აგენტები"

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ „უცხოური აგენტების“ მედია საშუალებების სიას კიდევ ექვსი ადამიანის და ერთი იურიდიული პირის სახელი დაამატა. „უცხოური აგენტების“ ფიზიკური პირების რეესტრშიც ექვსი პირით გაზარდა.

მედიის ნაწილში „უცხოური აგენტების“ სიაში შევიდნენ ყოფილი წამყვანი, მიხაილ შაცი, „ნოვაია გაზეტა - ევროპის“ რედაქტორი, კირილ მარტინოვი, მუნიციპალური დეპუტატი იულია გალიამინა, ბლოგერი კირილ ფედოროვი, ჟურნალისტი სერგეი ლოიკო, პოლიტოლოგი სერგეი მედვედევი, ასევე შპს "ნოვოსტი".

ფიზიკურ პირთა რეესტრის „უცხოური აგენტების“ სიაში შედიან მუსიკოსი ანდრეი მაკარევიჩი, ბიზნესმენი ბორის ზიმინი, ჟურნალისტი კატერინა გორდეევა, უკრაინელი ჟურნალისტი დმიტრი გორდონი, იურისტი ივან ჟდანოვი და პოლიტოლოგი ფიოდორ კრაშენინნიკოვი.

დღეს რუსეთში „უცხოური აგენტების“ ოთხი რეესტრი არსებობს: მედია, ფიზიკური პირები, არაკომერციული ორგანიზაციები და არარეგისტრირებული საზოგადოებრივი გაერთიანებები.

2022 წლის ივლისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განახლებულ კანონს „უცხოელი აგენტების შესახებ“, რომლის მიხედვით, 2022 წლის 1 დეკემბრიდან რეესტრი ერთიანი გახდება, ხოლო ”უცხოური აგენტებად“ შეეძლებად გამოაცხადონ ყველა, ვინც იღებს მხარდაჭერას საზღვარგარეთიდან ან „იმყოფება უცხოური გავლენის ქვეშ და ახორციელებს პოლიტიკურ საქმიანობას ან ინფორმაციის მიზანმიმართულ შეგროვებას რუსეთის სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის სფეროში“.

ასევე შეიქმნება „უცხოურ აგენტებთან აფილირებულთა“ რეესტრი. მათ შორისაა „უცხო აგენტად“ გამოცხადებული ორგანიზაციის დამფუძნებლები, დირექტორები, წევრები, მონაწილეები ან თანამშრომლები.