„უკრაინსკაია პრავდა“: უკრაინის არმიამ გაათავისუფლა ქალაქი კუპიანსკი

უკრაინის სამხედროები ქლაქ კუპიანსკში, 10 სექტემბერი, 2022 წ.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის არმიის სამხედროებისგან გაათავისუფლეს ქალაქი კუპიანსკი. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ იტყობინება და იმოწმებს საოლქო საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველს, ნატალია პოპოვას.

ქალაქი კუპიანსკი ხარკოვის ოლქში მდებარეობს და მსხვილი სარკინიგზო კვანძია.

პოპოვა Telegram-ის არხზე წერს, რომ „კუპიანსკი - უკრაინაა! დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს!“ და აქვეყნებს უკრაინელი სამხედროების სურათს, რომლებსაც, სავარაუდოდ, მათი სამხედრო ნაწილის დროშა აქვთ გაშლილი.

გამოცემის თანახმად, ქალაქის განთავისუფლების შესახებ იტყობინებიან სახალხო დეპუტატები, ბლოგერები და სამხედრო კორესპონდენტები. ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გამოქვეყნებულა.

ხარკოვის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციამ დაადასტურა კუპიანსკის გათავისუფლება, იტყობინება „უკრაინსკაია პრავდა“.

ასევე ნახეთ

უკრაინის უშიშროების სამსახურმა დაადასტურა კუპიანსკის განთავისუფლება რუსეთის სამხედროებისგან

9 სექტემბრისთვის უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრიერიშის შედეგად დაიბრუნეს ხარკოვის ოლქის 2500 კვადრატული კილომეტრი, წერენ ამერიკელი ექსპერტები.