მსახიობი მიხეილ გომიაშვილი გარდაიცვალა

მიხეილ გომიაშვილი, მსახიობი

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი მიხეილ გომიაშვილი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მარჯანიშვილის თეატრი ფეისბუქზე ავრცელებს.

"გარდაიცვალა ქართული თეატრისა და კინოს გამორჩეული მსახიობი მიხეილ გომიაშვილი", - წერია პოსტში.

მიხეილ გომიაშვილი 1994 წლიდან იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. მიღებული აქვს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალ „ოქროს ნიღბის“ გრან-პრი სპექტაკლებში „მამა“ და „ART-ხელოვნება“.

მიხეილ გომიაშვილი მონაწილეობდა ქართულ მრავალეპიზოდიან კრიმინალურ კომედიაში "ყავა და ლუდი". ასევე ფილმებში "კონფლიქტის ზონა (გასეირნება ყარაბაღში 2)" და "რენე მიდის ჰოლივუდში".