თბილისში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული.
აშშ-ის საელჩომ აღნიშნა, რომ საქმე ეხებოდა საელჩოს ტერიტორიაზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რეაგირებას. მან სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა.
„აშშ-ის საელჩო აფასებს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაწეულ მხარდაჭერასა და თანამშრომლობას, დღეს საელჩოს ტერიტორიაზე უსაფრთხოების საკითხზე რეაგირების კუთხით", - ნათქვამია საელჩოს მიერ მოწოდებულ ცნობაში.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს, რომელიც ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს.