უკრაინელი წამყვანი რომან დრიბნოი ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს

რომან დრიბნოი

საქართველოში არ შემოუშვეს უკრაინელი ტელე-რადიოწამყვანი რომან დრიბნოი. ამის შესახებ ის საკუთარ ინსტაგრამზე ლაპარაკობს.

„მითხრეს უფლება გვაქვს არ გითხრათ მიზეზი. მას პასპორტთან ერთად მოგვიანებით მიიღებთო. იმავე თვითმფრინავით დამაბრუნეს უკან, ვარშავაში“, - ამბობს დრიბნოი და ამატებს, რომ ფურცელზე საქართველოში არშეშვების მიზეზად მონიშნული იყო „სხვა მიზეზი“.

მისივე თქმით, მის გვერდით რუსეთის მოქალაქეებს ქართველი მესაზღვრეები კითხვებს უსვამდნენ, მაგრამ ჩვეულებრივ ატარებდნენ.

როგორც დედა სიდონია "TV პირველთან" ამბობს, უკრაინელი რომან დრიბნოი თავად მოიწვია და ის 25 სექტემბერს დაგეგმილი საქველმოქმედო გამოფენის წამყვანი უნდა ყოფილიყო.