კიევმა 23 სექტემბერს გამოაცხადა გადაწყვეტილება ქვეყანაში ირანის დიპლომატიური წარმომადგენლობის შემცირების თაობაზე, რითიც აპროტესტებს თეირანის მიერ რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდებას.
"რუსეთისთვის იარაღის მიწოდება საიმისოდ, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი აწარმოოს, არის არამეგობრული ქმედება, რომელიც მძიმე დარტყმას აყენებს კავშირებს უკრაინასა და ირანს შორის" - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და დასძენს: "ამგვარი არამეგობრული ქმედების პასუხად, უკრაინის მხარემ გადაწყვიტა ირანის ელჩს ჩამოართვას აკრედიტაცია და, ამასთან, მნიშვნელოვნად შეამციროს კიევში ირანის საელჩოს დიპლომატი თანამშრომლების რაოდენობა".
ირანმა წარსულში უგულებელჰყო აშშ-ის და უკრაინის მიერ გამოთქმული ბრალდებები, რომ ის რუსეთს დრონებს აწვდის უკრაინასთან მისი ომისთვის.