შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, ადლიას ქუჩა N112-ში მშენებარე ორი კორპუსის დასასრულებლად ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამ ორ 11-სართულიან კორპუსში უწყების თანამშრომლები იცხოვრებენ.
ტენდერში მონაწილეთათვის განაცხადების მიღება 19 ოქტომბერს იწყება. მშენებლობის სავარაუდო ღირებულებად 4 023 601 ლარია მითითებული.
ბათუმში, შსს-ს თანამშრომლებისთვის მშენებარე კორპუსი რენდერის მიხედვით
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ორ კორპუსში ჯამში 88 საცხოვრებელი ბინა იქნება, თითოეულის ფართი კი 77,4 კვადრატული მეტრი.