მსხვერპლი მოჰყვა დნეპროპეტროვსკზე სარაკეტო დარტყმას

დნეპროპეტროვსკი ადრეც არაერთხელ დაიბომბა. 2022 წლის აგვისტოში განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად ჩამონგრეული სახლი

სულ მცირე 3 ადამიანი, მათ შორის ბავშვი დაიღუპა უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკის საცხოვრებელ რაიონებზე რუსი სამხედროების მიერ წუხელ განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად. ამის შესახებ საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო იუწყება. მისი ინფორმაციით, დაჭრილია 5 ადამიანი, მათ შორის 12 წლის გოგო.

რეზნიჩენკოს თანახმად, მთლიანად დანგრეულია რამდენიმე კერძო სახლი და დაზიანებულია 60-ზე მეტი. მაშველები ნანგრევებში დარჩენილთა ძებნას განაგრძობენ.