გარდაიცვალა თერჯოლის მერი ლაშა გოგიაშვილი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგიაშვილი დაიღუპა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოტოციკლისა და ტრაილერის შეჯახების შემდეგ, ლაშა გოგიაშვილმა მძიმე დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

შემთხვევა თერჯოლის სოფელ სეფარეთის ტერიტორიაზე მოხდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

„ქართული ოცნების“ წევრი, 42 წლის ლაშა გოგიაშვილი თერჯოლის მერის თანამდებობაზე 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მეორედ აირჩიეს. პირველი ვადით ამ პოსტზე მას მხოლოდ 1 წელი მოუწია ყოფნა, რადგან 2020 წლის ოქტომბერში, ის რიგგარეშე არჩევნების შედეგად გახდა მერი.