სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ქალაქების დაბომბვაზე: შემზარავი ამბავია. საქართველო უკრაინის გვერდით დგას!

კიევი დაბომბვის შემდეგ. 10 ოქტომბერი, 2022 წელი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება უკრაინაში ქალაქების დაბომბვას.

"შემზარავი ამბავია კიევისა და სხვა ქალაქების დაბომბვა. მშვიდობიან მოსახლეობაზე განურჩეველი თავდასხმის მიზანი მათი განადგურება და შიშის დანერგვაა, მაგრამ მსოფლიომ დაინახა უკრაინელი ერის სიმტკიცე. მთელი საქართველო უკრაინის გვერდით დგას!" - წერს პრეზიდენტი ტვიტერზე.

საქართველოს ხელისუფლებიდან ამ დრომდე პრეზიდენტი ერთადერთია, ვინც უკრაინის ქალაქებზე თავდასხმას გამოეხმაურა.

ასევე ნახეთ

„უკრენერგოს“ თანახმად, სარაკეტო იერიში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგაა მიმართული

დღეს რუსეთის სამხედრო ძალებმა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, იერიში მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე, სადაც, წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 5 ადამიანი. სარაკეტო იერიშები განხორციელდა უკრაინის სხვა ქალაქებზეც. აფეთქებების შესახებ იუწყებიან ლვოვიდან, დნეპროპეტროვსკიდან, ნიკოლაევიდან, ჟიტომირიდან, ხმელნიცკიდან, კრივოი-როგიდან, ხარკოვიდან და ზაპოროჟიედან. მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდეს.