უკრაინაში დაღუპული მეოცე ქართველი მებრძოლი ედიშერ კვარაცხელიაა

ცნობილია უკრაინაში დაღუპული მეოცე ქართველი მებრძოლის ვინაობა - ედიშერ კვარაცხელია 10 ოქტომბრის გამთენიისას დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, ედიშერი 25-ე ცალკეული მოტომსროლელი დივიზიის, "КИЇВСЬКА РУСЬ"-ის წევრი იყო. ის უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდა.

ედიშერ კვარაცხელია იყო ასევე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე.