რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების დაბომბვას ტვიტერის ანგარიშზე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
„შეძრწუნებული ვარ რუსეთის განურჩეველი დარტყმებით სამოქალაქო ობიექტებზე და უდანაშაულო ადამიანებზე კიევსა და მთელ უკრაინაში. ეს განუკითხაობა უნდა შეწყდეს. მოხარული ვარ, რომ საქართველოს დიპლომატები უკრაინის ქალაქებში უსაფრთხოდ არიან. ჩემი ფიქრები დაბომბვის შედეგად დაშავებულებთან არის", - წერს პაპუაშვილი.
დღეს, 10 ოქტომბერს, რუსეთის სამხედრო ძალებმა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, იერიში მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე, სადაც, წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 5 ადამიანი. სარაკეტო იერიშები განხორციელდა უკრაინის სხვა ქალაქებზეც. აფეთქებების შესახებ იუწყებიან ლვოვიდან, დნეპროპეტროვსკიდან, ნიკოლაევიდან, ჟიტომირიდან, ხმელნიცკიდან, კრივოი-როგიდან, ხარკოვიდან და ზაპოროჟიედან. მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდეს.
ასევე ნახეთ
„უკრენერგოს“ თანახმად, სარაკეტო იერიში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგაა მიმართული