ჯორჯა მელონიმ იტალიის მთავრობის შექმნის მანდატი მიიღო და კაბინეტის წევრები დაასახელა

იტალიის ულტრამემარჯვენე პარტია Fratelli d'Italia-ს თავმჯდომარე ჯიორჯია მელონი, რომელიც ამ ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი ხდება

იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ, როგორც მოსალოდნელი იყო, პარტია Fratelli d'Italia-ს ("იტალიის ძმები") თავმჯდომარეს, ჯორჯა მელონის ჩააბარა ახალი მთავრობის შექმნის მანდატი.

მელონი, ნაციონალისტური პარტიის ხელმძღვანელი, თავის მთავრობასთან ერთად ფიცს 22 ოქტომბერს დადებს.

მელონიმ ეკონომიკის მინისტრად ჯანკარლო ჯორჯეტი დანიშნა პარტია League-დან და განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო გადავა ანტონიო ტაიანის ხელში Forza Italia-დან.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩააბარეს მატეო პიანტედოსის, გამოცდილ საჯარო მოხელეს პარტიული კუთვნილების გარეშე, ხოლო თავდაცვის მინისტრი გახდა გვიდო კროსეტო, "იტალიის ძმების" ერთ-ერთ დამაარსებელი. მთლიანობაში, ცხრა სამინისტრო გადაეცათ პოლიტიკოსებს "იტალიის ძმებიდან", ხუთ-ხუთი - League-სა და Forza Italia-ს, ხოლო ტექნოკრატებმა მინისტრთა კაბინეტში კიდევ ხუთი პოსტი მიიღეს.

მელონიმ კონსერვატიული პარტიების ალიანსი გამარჯვებამდე მიიყვანა 25 სექტემბრის არჩევნებში.