Unesco-მ უკრაინაში ომის შედეგად დანგრეული კულტურის ობიექტები აღნუსხა და მათ სატელიტურ ფოტოებს გამოაქვეყნებს

მარიუპოლის დრამატული თეატრი 16 მარტს რუსეთის არმიის მიერ დაბომბვის შემდეგ. 10 აპრილი, 2022 წელი

გაეროს განათლების, მეცნიერების და კულტურის ორგანიზაციამ, Unesco-მ, აღნუსხა და აღწერა უკრაინის კულტურის ობიექტები, რომლებიც რუსეთთან ომის შედეგად დაზიანდა.

ორგანიზაციამ შექმნა სატელიტური ფოტოების ბაზა, რომელშიც გამოსახულია მათი მდგომარეობა ომამდე და შემდგომ.

26 ოქტომბრისთვის განადგურებული და დაზიანებულია კულტურის 207 ობიექტი.

Unesco-მ შექმნა საგანგებო ონლაინ პლატფორმა შესაბამისი ინფორმაციით, რომელიც, ორგანიზაციის თანახმად, ჯერ მხოლოდ ექსპერტებისთვისაა ხელმისაწვდომი, მაგრამ მალე საჯარო გახდება. სატელიტურ ფოტოებზე ჩანს ბევრი ობიექტი, მათ შორის მარიუპოლის თეატრი, რომელიც დაიბომბა, როცა მის სარდაფს მარტში ასეულობით სამოქალაქო პირი აფარებდა თავს.

უკრაინაში კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შვიდი ძეგლია, რომლებიც ომს არ დაუზიანებია.