სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 ნოემბრამდე უფასოა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა ნებისმიერი მსურველისთვის 15 ნოემბრამდე უფასო იქნება. აცრის გაკეთება ვაქცინაციის პროცესში ჩართულ 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში არის შესაძლებელი.

როგორც სამინისტრო აღნიშნავს, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 000 დოზა სანოფი პასტერის წარმოების 4-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმო-ს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა ვაქცინაცია სექტემბრის ბოლოს დაიწყო. პირველ ეტაპზე აიცრნენ დაავადების გართულების მომატებული რისკი მქონე პირები.

ვაქცინაციის ცენტრების სია შეგიძლიათ ნახოთ აქ.