მსხვერპლი მოჰყვა სარაკეტო დარტყმას უკრაინის ქალაქ ნიკოლაევზე

სარაკეტო დარტყმით დანგრეული სახლი ნიკოლაევში. 2022 წლის 11 ნოემბერი

სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 2 დაიჭრა უკრაინის ქალაქ ნიკოლაევზე რუსეთის წუხანდელი სარაკეტო დარტყმის შედეგად.

ნიკოლაევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის ინფორმაციით, რაკეტა 5-სართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა. ადგილზე მაშველები მუშაობენ.