მამაკაცი, რომელმაც თერჯოლაში ყოფილი ცოლი სასტიკად მოკლა, დამწვრობისგან გარდაიცვალა

თერჯოლის ცენტრში მდებარე მაღაზია, სადაც თამილა ლილუაშვილი მოკლეს

ქუთაისის დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა ლევან ზვიადაძე, ვინც, გამოძიების თქმით, თერჯოლაში 24 ნოემბერს ყოფილ ცოლს, თამილა ლილუაშვილს საწვავი გადაასხა, ცეცხლი წაუკიდა და მოკლა. ლევან ზვიადაძეს სხეულის 70% იანი დამწვრობა ჰქონდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

კლინიკაში განმარტავენ, რომ პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო. ის 25 ნოემბერს გარდაიცვალა.

ასევე ნახეთ “კარი ჩაკეტილი დახვდათ” - რატომ ვერ გადაარჩინეს თერჯოლაში მოკლული ქალი ყოფილი ქმრის თავდასხმას

24 ნოემბერს თერჯოლის ცენტრშსი მდებარე ერთ ერთ მაღაზიაში, 41 წლის ლევან ზვიადაძემ ყოფილ ცოლს, 37 წლის თამილა ლილუაშვილს, ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, გამოძიება მიმდინარეობდა ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობის, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა – 109 –ე მუხლით.

ასევე ნახეთ შს მინისტრის მოადგილე: ქალებმა ჩვენს ქვეყანაში თავი დაცულად უნდა იგრძნონ