ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს სურს გამოძიების ჩატარება სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან დაკავშირებით.
ამ ინფორმაციას ტვიტერზე ავრცელებს ჰოლანდიელი ევროპარლამენტარი, ტაის როიტე.
ევროპარლამენტარის სიტყვებით, გამოძიების მოთხოვნა უკავშირდება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ოლივერ ვარჰეი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში განზრახ უთხრის ძირს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის რეფორმათა განვითარებას.
წარმოშობით უნგრელი ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი 15 ნოემბერს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა და მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა 12-პუნქტიან გეგმაზე აქტიურად მუშაობს.
ვარჰეის ბრიუსელში „ორბანის კაცად“ მოიხსენიებენ - უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი კი ვლადიმირ პუტინთან ახლო ურთიერთობით არის ცნობილი.