რუსეთის არმიამ რაკეტები დაუშინა კრამატორსკის სამრეწველო ზონას

კრამატორსკში რუსეთის არმიის თავდასხმის შემდეგ. 3 სექტემბერი, 2022 წელი.

რუსეთის არმიამ უკრაინაში, დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკის სამრეწველო ზონაზე სარაკეტო იერიში მიიტანა.

ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა კრემატორსკის მერმა, ალექსანდრ გონჩარენკომ.

Facebook-ით გამოქვეყნებულ ინფორმაციაში გონჩარენკო წერს, რომ „რაკეტები ჩამოვარდა კრამატორსკის სამრეწველო ზონაში".

გავრცელდა ცნობა ასევე, რომ იერიშის შედეგად დაშავდა 71 წლის კაცი.

მერი იტყობინება, რომ სროლის შედეგად მიყენებული ზარალის მასშტაბები ზუსტდება.