ბრაზილია და ხორვატია მეოთხედფინალში გავიდნენ და ერთმანეთს შეხვდებიან

ბრაზილიის ნაკრები. კატარი. 5 დეკემბერი, 2022 წელი

მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე, რვა მეოთხედფინალისტიდან ექვსის ვინაობაა ცნობილი. ხორვატიისა და ბრაზილიის ნაკრებებმა მერვედფინალი წარმატებით დაძლიეს და მომდევნო ეტაპზე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

ხორვატებმა იაპონიის ნაკრებთან შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ დაასრულეს და მიმდინარე ჩემპიონატის პირველ პენალტების სერიაში იმარჯვეს. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ბრაზილიელებმა კი ანგარიშით 4:1 დაამარცხეს სამხრეთი კორეა.

მერვედფინალის ბოლო ორი მატჩი დღეს გაიმართება. 19:00 საათიდან ესპანეთისა და მაროკოს ნაკრებები ითამაშებენ, 23:00 საათიდან - პორტუგალია და შვეიცარია.

ხორვატიისა და ბრაზილიის ნაკრებებამდე, მეოთხედფინალში თამაში გაინაღდეს ნიდერლანდმა, არგენტინამ, საფრანგეთმა და ინგლისმა.