კულება: რუმინეთსა და დანიაში უკრაინის საელჩოებმაც მიიღეს „უცნაური პაკეტები“

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება

რუმინეთსა და დანიაში უკრაინის საელჩოებმაც მიიღეს „სახიფათო პაკეტები“ უცნობი გამომგზავნებისგან. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა 6 დეკემბერს.

გასულ კვირაში ესპანეთში უკრაინის საელჩომ მიიღო პაკეტი, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო. ადამიანი, რომელმაც გახსნა ის, მსუბუქად დაიჭირა. ამის შემდეგ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში უკრაინის საელჩოებსა და საკონსულოებში დაიწყეს მიღება გზავნილებისა, რომლებშიც ძროხისა და ღორის თვალები იყო.

„ყველას, ვინც განაგრძობს ამ პაკეტების გამოგზავნას და ჩვენი საელჩოების ტერორიზებას, ვთხოვ, დამშვიდდნენ და დროს და ფულს ნუ ხარჯავენ საფოსტო მარკებზე. ამით ვერაფერს მიაღწევთ. უკრაინული დიპლომატიის ყველა მტერს შემიძლია გავუმეორო - ვერ მოახერხებთ ჩვენს დაშინებას ან შეჩერებას“, - ასე გამოეხმაურა კულება ახალი გზავნილების მიღებას. ადრე ის ამბობდა, რომ ძალზე დიდი ცდუნების წინაშე დგას, რომ მომხდარში რუსეთი დაადანაშაულოს, მაგრამ სურს, დაელოდოს ესპანეთის სამართალდამცავთა მიერ დაწყებული გამოძიების შედეგებს.

მსგავსი პაკეტების დაგზავნისთვის პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის უკისრია.