აფეთქება მოხდა მოსკოვის სავაჭრო ცენტრში

საილუსტრაციო ფოტო

მოსკოვის ოლქში ხანძარია სავაჭრო ცენტრ „მეგა ხიმკის“ ტერიტორიაზე. რუსული სააგენტოები საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერენ, რომ ცეცხლი მოდებულია 7 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე.

სააგენტო „ტასის“ თანახმად, ხანძარი გამოიწვია სამშენებლო მასალების გერმანული კომპანიის, OBI-ს ჰიპერმარკეტში მომხდარმა აფეთქებამ, რომლის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ჰიპერმარკეტი სავაჭრო ცენტრ „მეგა ხიმკის“ ტერიტორიაზე მდებარეობს.

OBI იმ უცხოურ კომპანიებს შორისაა, რომლებმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უარი არ თქვეს რუსეთში საქმიანობის გაგრძელებაზე.