ირანში კიდევ ორი პირი დასაჯეს სიკვდილით საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობის გამო

მოჰამედ მეჰდი ქარამი და სეიედ მოჰამად ჰოსეინი -საპრტესტო გამოსვლის მონაწილეები, რომლებიც სიკვდილით დასაჯეს.

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ორი კაცი დასაჯეს სიკვდილით 7 იანვარს მას შემდეგ, რაც ისინი დამნაშავედ ცნეს უშიშროების ძალების - "ბასიჯის" წევრის მკვლელობაში ირანის დედაქალაქის მახლობლად, ქარაჯში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს.

ინფორმაცია გაავრცელეს სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

„მოჰამედ მეჰდი ქარამი და სეიედ მოჰამად ჰოსეინი, მთავარი მონაწილეები დანაშაულისა, რასაც მოჰყვა რუჰოლა აჯამიანის მოწამეობა, დღეს დილით ჩამოახრჩვეს“, - იტყობინება სასამართლოს საინფორმაციო სააგენტო Mizan Online.

ქარამის და ჰოსეინის სიკვდილი დეკემბრის დასაწყისში მიუსაჯეს. უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სასიკვდილო განაჩენი, მათ ბრალი წაუყენეს აჯამიანის მკვლელობაში 3 ნოემბერს.

ქარამიმ და ჰოსეინიმ უარყვეს მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები და განაცხადეს, რომ მათ ციხეში აწამებდნენ. არცერთს არ ჰქონდა მათ მიერ არჩეულ ადვოკატთან კავშირი.