ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ყოველდღიურ სადაზვერვო ანგარიშში 11 იანვარს ნახსენებია რუსეთ-ბელარუსის ტაქტიკური საჰაერო წვრთნები, რომლებიც იანვრის მეორე ნახევარშია დაგეგმილი.
გავრცელებული შეშფოთების პასუხად, რომ შესაძლოა, გაფართოვდეს უკრაინაში უკვე ათი თვის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი, ბრიტანეთი აცხადებს, რომ ბელარუსში რუსეთის საჰაერო ხომალდების განთავსება "სავარაუდოდ, რეალური წვრთნაა და არა მზადება რაიმე დამატებითი შეტევითი ოპერაციისთვის უკრაინის წინააღმდეგ".
Latest Defence Intelligence update on the situation in Ukraine - 11 January 2023 Find out more about the UK government%27s response: https://t.co/bqbfvEyU7N🇺🇦 #StandWithUkraine 🇺🇦 pic.twitter.com/zTPdQ7rQX7
— Ministry of Defence 🇬🇧 (@DefenceHQ) January 11, 2023
უკრაინაში რუსეთის შეჭრა ნაწილობრივ განხორციელდა მოსკოვის მოკავშირე ბელარუსიდან, თუმცა ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა ცდილობს, დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭოს თავისი რეჟიმის როლს ამ ომში.
კიევის თავდაცვითი ძალების ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა ოლექსი პავლიუკმა 10 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის არმიამ გააძლიერა თავისი თავდაცვითი პოზიციები და ემზადება პოტენციური შეტევისთვის ბელარუსის საზღვრიდან.