ბუბა კიკაბიძე დაკრძალეს

ბუბა კიკაბიძის პანაშვიდი

ქართველი კინომსახიობი და მომღერალი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე თბილისში, ვერის სასაფლაოზე, ცოლისა და დედის გვერდით დღეს, 19 იანვარს, დაკრძალეს. ის 84 წლის იყო.

სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიასა და თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართა. პანაშვიდზე წაიკითხეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილები.

ასევე ნახეთ უკრაინის კულტურის მინისტრი ბუბა კიკაბიძეზე: გმირები არ კვდებიან
ასევე ნახეთ ზელენსკი: მადლობას ვუხდით ვახტანგ კიკაბიძეს რუს აგრესორთან ბრძოლაში მხარდაჭერისთვის

ბუბა კიკაბიძეს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ცნობილ ქართულ საბჭოთა ფილმში, მათ შორისაა: "მიმინო“ (1977), "არ დაიდარდო" (1969), "ვერის უბნის მელოდიები" (1973) და სხვა.

ასევე ნახეთ ბუბა სულ სხვა იყო
ასევე ნახეთ უკანასკნელი მეფაიტონე - ბუბა კიკაბიძის წასვლა

ვახტანგ კიკაბიძე 15 იანვარს გარდაიცვალა. ის მოქმედი, მე-10 მომწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო პარტია "ნაციონალური მოძრაობიდან".