"ნაციონალური მოძრაობის" შიდაპარტიული არჩევნებისთვის რეგისტრაცია დასრულდა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შიდაპარტიული არჩევნებისთვის რეგისტრაცია დასრულდა. პარტიის ცნობით, საარჩევნო სისტემაში რეგისტრაცია 49 756 ადამიანმა გაიარა.

პარტიის თავმჯდომარის შიდა არჩევნები 2023 წლის 28-29 იანვარს ე.წ. ბლოკჩეინ-სისტემით ჩატარდება.

ასევე ნახეთ ენმ-ის არჩევნები ბლოკჩეინით - როგორ ხდება რეგისტრაცია, შემოწმება, კენჭისყრა

ენმ-ის არჩევნებში მონაწილეობას იღებენ მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, ასევე გიორგი ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.