ბრიტანეთს მარტის ბოლოსთვის სურს უკრაინისთვის ტანკ Challenger 2-ების გადაცემა

ტანკი Challenger 2-ი გერმანიისა და ბრიტანეთის ერთობლივ სამხედრო სწავლებაზე. 2018 წლის 5 ოქტომბერი

დიდ ბრიტანეთის მთავრობაში იმედოვნებენ, რომ Challenger 2-ის ტანკები უკრაინაში მარტის ბოლოს ჩავლენ. ამის შესახებ ხუთშაბათს განაცხადა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ალექს ჩალკმა, რომლის სიტყვებსაც სააგენტო Reuters-ი იმოწმებს. მიმდინარე თვის დასაწყისში დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ დამატებით საარტილერიო შეიარაღებასთან ერთად, უკრაინას 14 მთავარ საბრძოლო ტანკს გაუგზავნის.

"ჩვენ ვგეგმავთ, რომ ეს მარტის ბოლოს იქნება", - განაცხადა ჩალკმა ბრიტანეთის პარლამენტში დასმული იმ კითხვის პასუხად, რომელიც ტანკების უკრაინაში ჩასვლის დროს შეეხებოდა. მისივე თქმით, ამ დროისთვის უკრაინელი სამხედროები ინტენსიურად ივარჯიშებენ და შეისწავლიან ტანკების ექსპლუატაციას.

ბრიტანეთის გარდა, უკრაინას საბრძოლოს ტანკებს გადასცემს ნატოს წევრი რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის აშშ და გერმანია.

ასევე ნახეთ

"სატანკო გარღვევა" - უკრაინა გერმანულ Leopard 2-ებსა და ამერიკულ Abrams-ებს მიიღებს

25 იანვარს გერმანიის მთავრობამ და აშშ-ის ადმინისტრაციამ განაცხადეს, რომ უკრაინას გადასცემენ 14 გერმანულ ტანკს Leopard 2 და 31 ამერიკულ ტანკს Abrams. გარდა ამისა, ბერლინმა უკრაინაში Leopard-ების რეექსპორტის ნება დართო ქვეყნებს, რომლებსაც გერმანული წარმოების ეს ტანკები აქვთ.

ასევე ნახეთ

კრემლი დასავლეთს ადანაშაულებს უკრაინის ომში სულ უფრო მეტად ჩართვაში

ამ გადაწყვეტილების პასუხად კრემლში განაცხადეს, რომ რუსეთი ამ ყველაფერს აღიქვამს კონფლიქტში დასავლეთის პირდაპირ ჩართვად, რომელიც იზრდება.